მოხელე VI

მოხელე 05.2021 ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი
მოხელე V

მოხელე 04.2021 თბილისი, ვარკეთილი III მ. რ. საერთო სივრცეები ჩვენს ირგვლივ მიტოვებულია ან მიტაცებულია და პირად საკუთრებადაა გამოცხადებული; მთელ ქვეყანაში ამის მკაფიო მაგალითებია კორპუსები, სადაც სადარბაზოების ნაწილები ან სანაგვედაა გადაქცეული ან სახლებზეა მიერთებული. ვიდეოში ნაჩვენები ბნელი სართულები მითვისებული საერთო სივრცეებია. სადარბაზოს მოვლით პერფორმერი ცდილობს გააჯანსაღოს ნაწილი და დაუბრუნოს გარემოს სივცის მთლიანობის შეგრძნება.
მოხელე IV

მოხელე 03.2021 სოფელი გამარჯვება, დედოფლისწყარო მეორე მსოფლიო ომში ყველაზე მაღალი გაწვევის პროცენტული მაჩენებელი საქართველოს ჰქონდა, ომში წასული მოსახლეობის 24% პროცენტიდან 300 000 ადამიანი შეეწირა ფაშიზმზე გამარჯვებას, 1946 წელს დედოფლისწყაროს რაიონში სოფელ უზუნდარას „გამარჯვება“ დაარქვეს და შინმოუსვლელების მემორიალი ააგეს, როგორც უამრავ სხვა სოფელში. დღეს მემორიალი ნაგავსაყრელად და ძროხების სადგომადაა ქცეული და ეს მიტოვება, ხელოვანისთვის ჩვენს ირგვლივ დღითი-დღე გაძლიერებული ნეოფაშისტური მოძრაობების სიმბოლოდ აღიქმება. მემორიალის გაწმენდით პერფორმერი ცდილობს, უახლოესი წინაპრების თავგანწირვისთვის მნიშვნელობის დაბრუნებას და მზარდი ფაშისტური მოძრაობების შესახებ სოციალურ სივრცეში დისკუსიის განახლებას.
მოხელე III

მოხელე  02.2021 ლაურა - საბჭოს მოედანი 80 წლის ლაურა თავს ბოთლების, ჯართის და მაკულატურის შეგროვებით ირჩენს, დაახლოებით 8 წლის წინ შეიფარა ადამიანი, რომელიც ინვესტორმა საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ სახლიდან გამოასახლა, გადარჩენის მიზნით მეგობრის ნივთების ნაწილი ლაურამ სახლში წამოიღო და მეზობლებთან საერთო აივანზე დაალაგა. წლების მანძილზე შეწუხებული სამეზობლო უკვე კონფლიქტური გახდა მის მიმართ, ნივთების გადაყრას აიძულებენ. პერფორმერი ლაურასთან ერთან აივნიდან მეტნაკლებად არასაჭირო ნივთებს არჩევს, ნაწილს ყრის და ნაწილს მჭდროდ ალაგებს.

მოხელე II

Მოხელე  01.2021 წყალტუბო რამდენიმე თვეა, წყალტუბოში, ჰესების კასკადის შენებლობის წინააღმდეგ უწყვეტი აქციები მიმდინარეობს. რეგიონში მთავრობის მიერ ენერგოდამოუკიდებლობის არგუმენტით შემოყვანილი ინვესტორი, უნაშთო მოგების ლოგიკით ყველაფერს აკეთებს. მოსახლეობა კი საკუთარ კარმიდამოს, ეკოსისტემას და ახლომახლო სოფლებს იცავს მეწყერ საშიშ ტერიტორიაზე სარისკო მშენებლობისგან. აქციები სოფელ ჟონეთში სახალხო პროტესტის ახალ სახედ ჩამოყალიბდა, პერფორმერი აქციის მონაწილეებს ღამის თევაში ერთი ღამით ჩაენაცვლა.

მოხელე I

კუნსტჰალე თბილისის მიერ განხორციელებული ანდრო დადიანის პერფორმანსების სერია ‘’მოხელე’’ ჩვენს საზოგადოებაში ხელოვანის როლის გადააზრების მცდელობაა. ტრადიციულად ხელოვანი მაღალი იდეალების მსახურად მოიაზრება. გასულ საუკუნეში ხელოვანები დიდ ხნის განმავლობაში იყვნენ იდეოლოგიის სამსახურში. თანამედროვე მმართველი ძალებიც ხელოვანებს საკუთარი იდეოლოგიური ძალაუფლების განმტკიცებისთვის იყენებენ. პერფორმანსი ‘’მოხელე’’ ცდილობს ამ აღიარებული პერსპექტივის შეცვლას, სადაც ხელოვნების აქტი არც გასართობი სანახაობაა და არც ვიზუალური ტკბობის საგანი. პერფორმერი საკუთარ სამუშაოს რიგით ხელობად აცხადებს და პერფორმანსების სერიაში გეოგრაფიულ, სოციალურ და ეკონომიკურად დაშორებულ სივრცეებს შორის დამაკავშირებელი რგოლად “მოხელის” მედიუმს - რუტინილ საქმიანობას მიმართავს. ამგვარად გამოხატული რეალობით ავტორი ცდილობს შექმნას სოციალური პორტრეტები და პარალელურად ამ კულტურული კრიზისით ნაკარნახევ ახალი სამეტყველო ენასა და სადისკუსიო სივრცეს აყალიბებს.

მოხელე 12. 2020 აფრიკა 2020 წლის 15 დეკემბერს, კორონა ვირუსით გამოწვეული ლოქდაუნის დროს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში, თბილისის მერიამ ყოფილ ნაგავსაყრელზე უკანონოდ აშენებული პატარა თავშესაფრები დაუნგრია მოსახლეობას. პერფორმერი მოქალაქის შრომის იმ ნაწილის გადარჩენას ცდილობს, რაც სახელმწიფოს ძალადობრივ ქმედებას გადაურჩა, ნანგრევებიდან გამოაქვს საღი ბლოკები, წმენდს, ალაგებს და ფუთავს.